სოფელ ზიარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უცნობი ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი ისტორიულ წყაროებში არსად არ არის მოხსენიებული და ფაქტურად მეცნიერებისთვის უცნობი ძეგლია.
ისტორიკოსი, თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაშია.
,,ეკლესიას აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული ფორმის აფსიდი, რომელიც შუაში გარღვეულია. აფსიდის გვერდებში,სწორკუთხა ნიშებია დატანებული. ეკლესია დარბაზულია(სიგრძე- 12 მეტრამდეა). ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვით, კირის ხსნარზე. ეკლესია დგას, შემაღლებულ ადგილზე”,- აცხადებს
თამაზ მარკოზაშვილი.