ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ევროინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება- დისკუსია თელავში

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და ჯეოქეისის (Geocase) ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, თელავში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

GSAC-ისა და Geocase-ის წარმომადგენლებმა, პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ და ექსპერტმა გიორგი ანთაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს თემატური დისკუსია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას ეროვნულ დონეზე, განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს შორის, დისკუსიებისა და დიალოგის გაღრმავების გზით.

პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.