ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები გაიაფდა – საქსტატი
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა –
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.