საქსტატი-ავტომომსახურებაზე ფასები იზრდება, ავტონაწილები კი იაფდება
ავტომომსახურება ძვირდება საქართველოში. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაძვირებულია ავტომობილის შეკეთების და რეცხვის ფასები.
უფრო კონკრეტულად, წლიურ ჭრილში გაძვირებულია:
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 36.9%-ით;
ავტომობილის შეკეთება – 15.4%-ით;
ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა – 5.2%-ით.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გაზრდილია ზოგადად მსუბუქი ავტომობილების ღირებულებაც. კერძოდ, ახალი მსუბუქი ავტომობილის ფასი – 4.5%-ით, ხოლო მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილის – 5.4%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სხვადასხვა ავტონაწილებს, ამ შემთხვევაში თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასის კლება დაფიქსირდა.
ავტომობილის სათადარიგო ნაწილები გაიაფდა – 5%-ით;
ავტომობილის საბურავი გაიაფდა – 7.4%-ით;
ავტომობილის აკუმულატორი გაიაფდა – 7.4%-ით.