,,სანაგირის” მონასტერი-ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
,,სანაგირის” მონასტერი- გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მონასტერი მდებარეობს სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით 6კმ-ზე, ტყეში და ის აშენებულია, X-XI საუკუნეების მიჯნაზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ძეგლთა დაცვის უფროსი სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ მონასტერს მინიჭებული აქვს, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მონასტრის ინტერიერში შემორჩენილია, შუა საუკუნეების ფრესკების მცირე ფრაგმენტები.
მონასტრის ნაგებობა გეგმით სამნავიანი, დიდი ზომის ბაზილიკაა. ბაზილიკის მთავარი (შუა) ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელსაც სამხრეთიდან მიშენებული აქვს წმინდა ბარბარეს ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთიდან წმინდა გიორგის ეკლესია.
თამაზ მარკოზაშვილის თქმით, დღეისთვის ის მოქმედი, მამათა მონასტერია. მისივე ინფორმაციით, წელს დაგეგმილია ,,სანაგირის” მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.