ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე – განვხილეთ საქართველოს EU-ს ერთიან ბაზარზე ინტეგრირების პერსპექტივები

„განვხილეთ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრირების პერსპექტივები ევროკავშირთან ღრმა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტერირება ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს.

„საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გაჯანსაღება პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წინსვლის ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დავუბრუნდით იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ჩვენ ვახორციელებთ წარმატებულ რეფორმებს. ეს ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევებით გამოირჩევა. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში. გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან და პროცესი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ეკონომიკური და დაკავშირებადობის პროცესი, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს როგორც რეგიონს, ასევე ევროპას. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და მიმდინარე ოკუპაციის შედეგები. მინდა დავადასტურო მადლიერება ევროკავშირის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წვლილისთვის, რაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირს შეაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.