რა პრობლემები აწუხებთ თელავის, ყვარლის და ახმეტის მოსახლეობას- საჭიროებათა კვლევა
მედია ცენტრი კახეთის (MCK), პროექტის „მოქალაქის ხმა“ ფარგლებში, თელავის, ყვარლის და ახმეტის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩატარდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, პროფესიული განათლება, უმუშევრობა, მიგრაცია, სამედიცინო სერვისების არარსებობა, მოსახლეობის ჩართულობის დაბალი დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში- ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებთ.
აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია თელავში გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ვიდეოს გადაღება/გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული გამოცემის/ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.




