15-17 თებერვალს კახეთში ნალექიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 თებერვალს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელია.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.