სოფელ კარდენახის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
ამჯერად გაგაცნობთ სოფელ კარდენახის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას. ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნებს (XV-XVIII სს).
მისი თქმით, ეკლესია მდებარეობს, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ,,საბაწმინდის” მონასტრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.