2021 წელს ექიმების 23%-ს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – აუდიტის ანგარიში
2021 წელს ექიმების 23%-ს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – ამის შესახებ აღნიშნულია სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიში.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ექიმების 50%- ს ერიცხებოდა 1,500 ლარი და ნაკლები, როდესაც 500 ლარზე ნაკლები აქვს 23%-ს და 5 500 ლარზე − მეტი 14%-ს. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება 2018-2020 წლებშიც.
როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს 2021 წელს ქვეყანას 100 000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს.
„საქართველოს ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს, ხოლო ექთნების რაოდენობით − მნიშვნელოვნად ჩამორჩება, სადაც ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში თითქმის თანაბარია ექიმებისა და ექთნების რაოდენობის შეფარდება, დაახლოებით, ერთი ექთანი − ერთ ექიმზე. მიუხედავად ექიმების საკმარისი რაოდენობისა, ჯანმო მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომობა და კომპეტენცია“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.