ახალი ამბები

რესტორნებში სადილობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რესტორნებში სადილი გაძვირდა.

როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, გასულ თვეში, 2023 წლის იანვართან შედარებით, რესტორანში სადილის ფასი 7.5%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გაძვირებას, ასევე კვების ობიექტებისთვის გარკვეული ხარჯების გაზრდას.

გარდა, ზოგადი სადილისა, როგორც მონაცემებიდან ირკვევა, გაზრდილია რესტორნებში ხინკლის ფასი. წლიურად პროდუქტი 13.2%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება. მათ შორის აღსანიშნავია ძროხის ხორცის 14%-იანი გაძვირება 2023 წლის იანვართან შედარებით.

ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს.