ახალი ამბები

საგარეჯოში ,,ველინოს“ განახლებული სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცე ამოქმედდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მოქმედი მეღვინეობა „ველინოს“ სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცე 2025 წლიდან ამოქმედდება.

მეღვინეობის დამფუძნებელი, ბექა ჯიმშელაძე აცხადებს, რომ ადგილზე მისულ სტუმარს “ველინოში” ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას გააცნობენ.

მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება და ამისთვის ჯამში დაახლოებით 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მეღვინეობა „ველინო“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანიაში 7 სახის, წელიწადში 20 000 ბოთლი ღვინო იწარმოება, რომლის სრულად ექსპორტი მსოფლიოს 13 ქვეყანაში ხორციელდება.