წიწიბურა, კარტოფილი, ანტიბიოტიკები – რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3% იყო.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, იანვარში ეს მაჩვენებელი 0%-ს გაუტოლდა. ნულოვანი წლიური ინფლაცია ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან მიმართებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა.
იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – ზრდა 57%;
ყურძენი – 56%;
ატამი – 46%;
ქლიავი – 38%;
მსხალი – 31%;
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 30%;
საბანკო მომსახურების ღირებულება – 27%;
მღებავის მომსახურება – 26%;
წიწაკა – 25%;
კივი – 24%.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:
წიწიბურა – კლება 40%;
კარტოფილი – 37%;
ანტიბიოტიკები – 36%;
მზესუმზირას ზეთი – 26%;
კაცის საშინაო ფეხსაცმელი – 23%;
ტელევიზორი – 22%;
კომპიუტერი – 20%;
ხახვი – 19%;
მარგარინი – 19%;
ნათურა – 18%.