7 თებერვალს პარლამენტში შალვა პაპუაშვილი ანგარიშს წარადგენს
6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიმართავს.
წინასწარი ინფორმაციით, პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას 7 თებერვლის სხდომაზე წარადგენს.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს პარლამენტში დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაც.იგი, პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.