წინანდალში მოქმედი კომპანია ,,ღვინის ქურდები“ პროდუქციას ამერიკის ბაზარზე გაყიდის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოქმედი კომპანიის, “ღვინის ქურდების” ბრენდით ქართული ღვინო გაზაფხულიდან ამერიკის ბაზარზე გაიყიდება.
კომპანიის თანადამფუძნებელი ზაზა ასათიანი აცხადებს, რომ მთავარი ფოკუსი წელს ამერიკის ბაზარზე იქნება და ალბათ, გაზაფხულიდან პირველი ექსპორტი განხორციელდება.
შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში.