უფუნქციოდ დარჩენილი კახეთის რკინიგზა
კახეთის რკინიგზა 1915 წელს გაიხსნა, ხოლო გასული საუკუნის 90-იან წლებში სამგზავრო გადაყვანები შეაჩერა.
დღეს ხაზზე მხოლოდ ცარიელი ელმავლები და იშვიათად სატვირთო შემადგენლობები მოძრაობენ. კახეთში ამჟამად მხოლოდ ძველი, საბჭოთა ელმავლები გადაადგილდება.
რკინიგზის აღდგენის სურვილი ბევრჯერ გამოითქვა, მაგრამ კახეთის რკინიგზა არ აღდგენილა. ბოლო დროს კახეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენის და რეაბილიტაციის საკითხი აქტიურად განიხილება.
,,სამოქალაქო დარბაზმა“ კახეთის რკინიგზის აღდგენის მოთხოვნით კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას გეგმავენ. კახეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი რკინიგზით დაუკავშირდეს დედაქალაქს და ქვეყნის სხვა კუთხეებს.