დედოფლისწყაროში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს
ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ოჯახის წევრის,ზურაბ შეითნიშბილის თქმით, გასულ წელს, მათ საცხოვრებელ სახლში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რომელმაც ორსართულიანი სახლი სრულად გაანადგურა.
ზურაბის თქმით, სახლი, სადაც ცხოვრობენ გაკეთებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ ცხოვრება შეუძლებელია.
,,გასული წლის 29 ნოემბერს, ქალაქ დედოფლისწყაროშო, ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მოხდა აფეთქება-სახლის პირველ სართულზე, სამზარეულოში, დედამ აბაზანაში გახსნა ცხელი წყალი, რა დროსაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთახში დაგროვილმა აირმა აფეთქება გამოიწვია.სახლში მხოლოდ დედა იმყოფებოდა და სასწაულად გადარჩა”,– აცხადებს ზურა knews.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის დიდი ნაწილი დაინგრა და მათ მისი დატოვება მოუწიათ.
,,აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ აანგრია მეორე სართულის იატაკი და ჭერი, დაზიანდა მეორე სართულის კედლები, დაიმტვრა ავეჯი, ჭურჭელი, განადგურდა და აღარაფრად ვარგა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. სიცოცხლისათვის საშიშია შემორჩენილი მეორე სართულის კედლები. ჩვენი ძველი ოჯახიდან, წლების ნაშრომი და შეძენილი თითქმის აღარაფერი დაგვრჩა, გარდა პირველი სართულის ერთი ოთახისა.
დედაჩემი 86 წლისაა, მშრომელი და ყველასათვის საყვარელი ადამიანია, ალბათ იოლად წარმოსადგენი იქნება ყველასთვის მისი სულიერი და ემოციური მდგომარეობა, როდესაც ამდენი წლის ნაშრომი, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, ერთ წამში მის თვალწინ მთლიანად განადგურდა”,– აცხადებს ზურა.
მისი თქმით, ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც საცხოვრებელი სახლის მეორე სართული სრულად ექვემდებარება დემონტაჟს. როგორც ზურა განმარტავს, ისინი ყველა რესურსის მოძიებას ცდილობენ, რომ სახლში მინიმალური საცხოვრებელი პირობები შექმნან, თუმცა ამ პროცესში, როგორც თავად ამბობს, ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
,,ჩვენ, ოჯახი, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა რესურსის მოძიებას, რომ საკუთარი ძალებით მოვახერხოთ თუნდაც მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, თუმცა, მოგეხსენებათ, თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი. ვთხოვთ, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროს, სულ მცირედიც კი დედასთვის და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
საქართველოს ბანკი: GE86BG0000000538388935
თიბისი ბანკი: GE27TB7738045061600004
პირადი ნომერი: 14001002722
მიმღები: ზურაბი შეითნიშვილი
ტელ: 579476787