CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ვიდეორგოლები მოამზადა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა, რომელმაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა.
„ნარიყალას ციხესიმაგრის ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული – ბევრმა არ იცის, რომ მიწის ქვეშ გოგირდის წყლები მიედინება. თბილისის დაარსება სწორედ თერმული წყაროების არსებობამ განაპირობა. ისინი საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია – ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქის გოგირდის წყაროები მუსიკასა და პოეზიაში აისახა“, – წერს კალპანა სანდერი და დეტალურად აღწერს თბილისის ისტორიას, ქალაქის უძველეს უბნებს, აბანოებსა და თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს, რომელსაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი სტუმრობდა.