სოფელ ჩუმლაყში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, სადაც ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ოჯახი სადაც ორი შვილთან ერთად დედა ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობაშია, მათ არ აქვთ სათანადო საცხოვრებელი პირობები, არ აქვთ საკვები და ტანსაცმელი, არ აქვთ გათბობა. არსებული ინფორმაციით, მათ მოუხსნეს სოციალური დახმარება და ოჯახს მძიმე პირობებში ორი ტყუპი ბავშვის გაზრდა უწევთს. ბავშვების დედას თებერვალში მესამე შვილიც შეეძინება.
არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ოჯახი სოფელ ჩუმლაყში არის ახალი დასახლებული და მათ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახლა მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც გულისხმობს ამ ოჯახთან შესაბამისი ჯგუფის გაგზავნას და დახმარების აღმოჩენას. რადგან ოჯახი არ არის ოფიციალურად გურჯაანის მკვიდრი, ბავშვების დედქ არის კასპიდან და მისი მეუღლე ინგილო, უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამუშაოები, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს ოჯახის დახმარება.
ოჯახის დასახმარებლად გროვდება ფული. დახმარების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო: 555520234
ანგარიში:
GE80LB0711168798540001 ლიბერთი ბანკი
GE29BG0000000346005496 საქართველოს ბანკი
მიმღები:
ნახუცრიშვილი ანა