ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს.
„როგორ იმუშავებს პრაქტიკაში 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია. ამ პალატამ ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმებისთვის თამამი იდეები უკვე წამოაყენა.
მომავალ თვეში, კომისია ჩვენს იდეებს, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დებატების წინ, ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში გამოაქვეყნებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.