თელავში მშვიდობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში მშვიდობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
დასასვენებელი პარკი 2 ჰექტარზეა განთავსებული. მოიცავს ველო და საფეხმავლო ბილიკებს, ფანჩატურებს, სკეიდბორდის, გასართობ მოედნებს, საბავშვო და სპორტულ სივრცეებს. პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
,,მშვიდობის პარკის” რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 518 787 ლარს შეადგენს.