ახალი ამბები

სუროგაციის წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა

სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, საკითხის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესი მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ის რომ, სუროგაცია და ინვიტრო განაყოფიერება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნებოდა დაშვებული, პირველად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. ამავე პერიოდიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. კონტროლის გამკაცრების მთავარ მიზეზად კი, ბავშვების გასხვისებასთან დაკავშირებული საფრთხეები, საერთაშორისო პრაქტიკა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და ცალკეული კლინიკების უკონტროლო საქმიანობა დასახელდა. თუმცა, ორი განხილვის შემდეგ, კანონის პროექტი მესამე მოსმენაზე აღარ გასულა.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ დაანონსებული რეგულაციები თავიდანვე გაუგებარი იყო და კარგია, რომ მოიხსნა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების მიმართულებით მოქმედ დაწესებულებებთან, საკითხის განხილვაც კი აღარ მიმდინარეობს.