წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია სოფელ ჭანდარში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
ამჯერად გაგაცნობთ სოფელ ჭანდარში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას. არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის დასავლეთით 1 კმ-ზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია ნაშენია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვებით.
,,შენობას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, აღმოსავლეთით კი აქვს, ნახევარწრიული ფორმის აფსიდი, რომლის გვერდებზე თითო პატარა,სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ კედელზე, ქვითკირის ტრაპეზია მიდგმული. ძლიერ დაზიანებული ეკლესია აღდგენილი იქნა 2008 წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის,,ქართუს” დაფინანსებით, აგრეთვე ჭანდრის ღვინის ქარხნის თანადგომით. ეკლესია მოქმედია და ის განეკუთვნება, გვიანდელ შუა საუკუნეებს”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.