თელავში უამინდობის გამო, შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება
უამინდობის გამო თელავში ამ დრომდე შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება.
განცხადებას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“უხვი ნალექისა და ძლიერი ყინვის გამო ამ დრომდე შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.
ტექნიკური მარილის რაოდენობა საკმარისია და გზების გაწმენდის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სამუშაოებს თელავის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.”- აცხადებენ მერიაში.