საქსტატი – ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სერვისი გაძვირდა
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.5%), ტრანსპორტი (4,8%), განათლება (3.5%).ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (3,5%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,3%).
HICP-ის შემცირდა შემდეგ კატეგორიაში: ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთებას მიმართულებით (3.2%), ჯანმრთელობის დაცვის სეგმენტში (3.1%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელების მიმართულებით (2.5%), კავშირგაბმულობის სეგმენტში (1,9%), დასვენება, გართობა და კულტურის მიმართულება (0,8%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.