საგარეჯოში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანია ღვინის ექსპორტს იწყებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანია, ღვინის ექსპორტს იწყებს.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინოს” დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ კომპანია ამ დრომდე 14 სახეობის ღვინოს აწარმოებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს ახალი სახეობის ღვინის – „წინანდლის“ ჩამოსხმა დაიწყო და მომავალ წელს ექსპორტსაც გეგმავს. მისივე თქმით, ღვინის ექსპორტი ევროპის, უკრაინის, ჩინეთისა და ამერიკის მასშტაბით მოხდება.
კომპანია „მტევინო“ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს.