საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 8 მსჯავრდადებულიდან: 6 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ისინი დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
2 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთი ქალია.