ახალი ამბები

„ქართული აგროპროდუქტი“ კახეთში ხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

დასალევი ხილის და საწებლების მწარმოებელი კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ კომპანია წლიურად 10 მლნ-მდე ბოთლის პროდუქტს ასხამს და ნედლეული საკმარისად აქვს.

კომპანიის წარმომადჰენელი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ საკუთარი ბაღების გაშენების გეგმა 3-4 წლის პერიოდზეა გათვლილი და ინვესტიცია დაახლოებით 1 მლნ ევრომდე იქნება.

„ჩვენ კახეთის რეგიონში ვართ და ნედლეულს ფერმერებისგან ვიბარებთ. ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ფერმერებმა ხილის და ბოსტნეულის ბაღების გაშენება დაიწყეს.

ფერმერებს მიწების რეგისტრაციაში ეხმარებიან და ვხედავთ, რომ ბევრმა ფიქრი არაერთი მიმართულებით დაიწყო. კახეთი ცნობილი იყო ყურძნის, ღვინის და ვენახის სამშობლოდ, თუმცა აქ ბევრი პროდუქტი მოდის. ჩვენ ჩვენი ნაკვეთი გვაქვს და კივის პლანტაციის გაშენებაზე ვფიქრობთ. სხვა პროდუქტებზეც გვეფიქრება, რომელიც აბსოლუტურად ბიო იქნება“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.