ახალი ამბები

30 დეკემბერს, თელავში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

30 დეკემბერს, თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ადგილი: ბატონის ციხის მიმდებარედ
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ტკბილეული.
14:00–19:00 – ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება.
14:00–19:00 საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები.
14:00-18:00 – მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით.
14:00-18:00 – თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ.
14:00-18:00 – ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება.
18:00–20:00 – კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით: ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები „სახე“ და „ქუჩის ბიჭები“.
ღონისძიების წამყვანი – ეკო ფანგანი.
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.