სოფელ ვეჯინის ,,ყველაწმინდის” დედათა მონასტერი- ადგილი რომელიც უნდა ნახო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
ამჯერად გაგაცნობთ სოფელ ვეჯინის ,,ყველაწმინდის” დედათა მოქმედ მონასტერს. ისტორიკოსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი აშენებული იქნა, მე- 17 საუკუნეში.
მისი ინფორმაციით, შუა საუკუნეებში, ამ ადგილზე მდგარა პატარა დარბაზული ეკლესია, რომლის ფრაგმენტები მოქცეულია, დღევანდელი მონასტრის კორპუსში.
მონასტერი ნაშენია ძირითადად ქართული აგურით და რიყის ქვებით, კირის ხსნარზე. მონასტერი დასრულებულია, მაღალი, მასიური გუმბათით. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულია, მონაზვნების კელიები.