22 დეკემბრამდე კახეთში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.