ახალი ამბები

პარლამენტმა ტურიზმის შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით “ტურიზმის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მიიღო. მას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასთან, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებასთან, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო აღრიცხვასთან, ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე რეგულირდება ტურისტული გიდის საქმიანობა და ტურიზმის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმები და მიდგომები.

​კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.