ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავად, თელავი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავად, თელავის მუნიციპალიტეტის ქუჩები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო.
დღესვე იმართება საზეიმო ღონისძიება, რომელსაც კახეთის მუნიციპალიტეტიდან ჩასული მოქალაქეებიც დაესწრებიან, რომლებსაც კახეთის გუბერნიის ორგანიზებით, თბილისში წასვლა უფასოდ შეეძლოთ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.