სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების მსურველები კახეთიდან უფასოდ იმგზავრებენ
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით 15 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე 17:00 საათიდან გაიმართება საზეიმო ღონისძიება.
კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრებად, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან მსურველებს, სპეციალურად გამოყოფილი მარშუტკები უფასოდ მოემსახურებათ.
აღნიშნული ინფორმაცია კახეთის გუბერნიამ გაავრცელა, სადაც მითითებული იყო მუნიციპალიტეტების მიხედვით მარშუტკების გასვლის დრო და ადგილი.