რა შეღავათით ისარგებლებენ აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული ობიექტები
პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტებზე აღნიშნული საგადასახადო შეღავათი, აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში გავრცელდება და იგი მხოლოდ იმ სუბიექტებს შეეხებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.