ახალი ამბები

გურჯაანის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

“სოკარ ჯორჯია გაზი” ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მიმდინარე წლის 15 დეკემბრის დილის 05:00 საათიდან სხვა კომპანიის მიერ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი შეჭრითი სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, ჩალაუბნისა და მელაანის მცხოვრებლებს შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე 16 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად 17 დეკემბრის საღამოს 18:00 საათამდე აღდგება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 დეკემბრის დილის 05:00 საათიდან სხვა კომპანიის მიერ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი შეჭრითი სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალაქ ლაგოდეხის, თელას, განჯალას, ყარაჯალას, კაბალის, ცოდნისკარის, უზუნთალას, თამარიანის, შრომას, წითელი გორას, ჭიაურის, ჰერეთისკარის, ზემო ფონას, პატარა გორის, ნინიგორის, ბაისუბნის, დონას, აფენის, მაწიმის, რაჭისუბნის, კავშირის, ვარდისუბნის, ჭაბუკიანის, ქვემო ნაშოვარის, გვიმრიანის, ფოდაანის, ქვემო ფონას, გიორგეთის, მშვიდობიანის, სვიდებას, კართუბნის, ვერხვის მინდორის, ფიჩხის ბოგირის, ლაფნიანის, გუჯარეთის, ბაღდათის, ონანაურის, ზემო ნაშოვარის, არეშფერანის, ქევხიანის, ხოშატიანის, ლელიანის, მეორე ლელიანის, მირსკისეულის, ქალქვა-ნამესრალის, ბებურიანის, ბალთას, ზემო ბოლქვის, ქვემო ბოლქვის, ბოლოკიანის, ნაწისქვილარის, ზემო გურგენიანის, საქობოს, ქვემო მსხალგორის, ზემო მსხალგორის, გელათის, განათლებას, ახალსოფელის, ხიზაბავრას, ქვემო გურგენიანის, შეერთებას, დავითიანის, ხიზას, ქვემო ხეჩილის, ნაინდროვალის, ზემო ხეჩილის, ჩოლოყაშვილისა და 26 მაისის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე 16 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.