თელავის მერია ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის” I ადგილის მფლობელი გახდა
,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023,, გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა.
საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების შეფასების მეთოდოლოგიით, ზომავს საქართველოს თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობას 3 მიმართულებით: მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის; მუნიციპალიტეტი მეწარმეებისთვის; მუნიციპალიტეტების ადმინისტრირების ხარისხი;
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო მაჩვენებლებით I ადგილის მფლობელი 2021 წელსაც გახდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.
ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგია – შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საჯარო დაწესებულებების საქმიანობის
მონიტორინგის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით.
www.LSGindex.org – ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსია, რომელიც მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხს აფასებს, მოქალაქეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის და აძლევს შესაძლებლობას, მეტად ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში.