საგარეჯოში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე 8 მოქალაქეს სტანდარტული ეტლი გადაეცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე 8 მოქალაქეს სტანდარტული ეტლი გადაეცა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ – ასოციაციის თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძესთან ერთად შშმ პირებს სტანდარტული ეტლები უსასყიდლოდ გადასცა.
საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 32 წელზე მეტია არსებობს და მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორის შშმ პირთა დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის ამერიკული ორგანიზაცია „ელდიეს ჩერთის“ წარმომადგენლებთან და ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად პერიოდულად ხორციელდება გადამზადების კურსები, რაც ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების ინტეგრირებასა და ხელშეწყობას.