გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად
გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის – ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად.
GIZ- ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
კონკურსის შედეგად მოხდება ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ადგილობრივი ქალების ეკონომიკური გააქტიურების სტიმულირება. შერჩეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ბენეფიციარის მიზნობრივ დაფინანსებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 22 დეკემბერი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (mrdi.gov.ge)