ახალი ამბები

მედია ცენტრი კახეთის ოფისში პირველადი დახმარების ტრენინგი ჩატარდა

მედია ცენტრი კახეთის ოფისში ,,წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარეს.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს სოციალური საწარმოს, შემოქმედებითი ტურების, გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილე ქალბატონებმა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია პირველადი დახმარების შესახებ, რაც როგორც თავად აცხადებენ, როგორც პროფესიულად, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.