ახალი ამბები

1 იანვრიდან „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება

1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება.

საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

კომპანიის ინფორმაციით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.