ახალი ამბები

2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ

2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორი თავად არის

მისივე თქმით, თუკი ცვლილება მიღებული იქნება, პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც ახლა 4 000-დან 7 000-ლარის ფარგლებში მერყეობს, 8 000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

„საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურს, მათ შორის, ის 10%-იანი ზრდა რაც საჯარო სექტორში არის, პარლამენტის წევრებს არ ეხება. ამან შედეგად გამოიღო, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალი არის, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის, იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომელთა ხელფასი არის უფრო მაღალი, ვიდრე პარლამენტის წევრის, ამიტომ არის საჭიროება, რომ შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს. ამიტომ ჩემი ინიციატივა არის, რომ მართალია არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წელის პირველი იანვრიდან, ხელფასების და ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს იმ კოეფიციენტებთან, რომელიც დადგენილი არის კანონმდებლობით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.