სამიტის დეკლარაცია – ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას
ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში არის ნათქვამი.
“ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, – წერია დასკვნით დოკუმენტში.
დეკლარაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის შედეგად შეექმნა.