სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
28 ოქტომბერს, სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმეში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია.
შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხება. გთავაზობთ კონფერენციის სტუმრების და საკითხების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას.
11:30 -14:00 შესავალი სიტყვა – ნინო ფოჩხიძე – ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი, რევაზ სოლომონია, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გვანცა ჭკადუა, დირექტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, დესანი ფურცელაძე – მუზეუმის მენეჯერი, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი.
მაღალი ინტენსიობის ქრონიკული ხმაური: თავის ტვინის ულტრასტრუქტურული ცვლილებები, ია ჟვანია – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი
ახალი in silico რეოლოგიიური კოეფიციენტის და სხვა რეოლოგიური მახასითებლების კავშირი ფორმიანი ელემენტების ზოგიერთ მახასიათებლებთან ლიმფობლასტური ლეიკოზის მაგალითზე.
მაკა მანწკავა – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიალური სეპტუმის ელექტრული სტიმულაციის ეფექტები ჰიპოკამპდამოკიდებულ სივრცით მეხსიერებაზე ბუნებრივად დაბერებულ ვირთაგვებში: ქცევითი, იმუნოჰისტოქიმიური და ნეიროქიმიური კვლევა.
მაია ბურჯანაძე – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რადიაციულ უსაფრთხოებაში პოსტპანდემიური ჰიბრიდული განათლების ეფექტურობა.
დავით ნადარეიშვილი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.