ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი- ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას განიხილავს

ჩინეთმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავითაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ საუბარი პეკინში, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომაზეც შედგა.

“სარკისებურად განიხილება ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასე რომ ძალიან პოზიტიური იყო კომისიის მუშაობა და დაიგეგმა რეგულარული კომისიების მოწყობა მომდევნო წლებშიც, რათა ის აქტუალური საკითხები, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად სრულდებოდეს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან გაუუქმა.