ახალი ამბები

კახეთში, მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20 ოქტომბერს +17, +19; ხოლო 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 20 ოქტომბერს +15, +17; 21-22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.