საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა – ანგარიში
ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 81%-ით გაიზარდა. ჯამში თავშესაფრის მოთხოვნაზე გასულ წელს 26 450 განაცხადი შევიდა. შესული განაცხადებიდან დაკმაყოფილებულია 7%, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5% იყო.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, მათი რიცხვი 2022 წელს 21 910 იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 87%-ით 11 695-მდე გაიზარდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 3 970 მოქალაქეს ეთქვა, 2021 წელს ეს რიცხვი 3 030 იყო.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს იმ ადამიანების/ჯგუფების მიმართ და სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ, რომლებსაც მიგრანტები ქვეყანაში შეჰყავთ.