ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ კახეთის რეგიონისთვის საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კახეთში აცხადებს საგრანტო კონკურსს “25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის “.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;
ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;
გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;
დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;
საგრანტო კონკურსზე განაცხადის შევსებისთვის გადადით ბმულზე:
https://shorturl.at/hjsFW
საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 9 ნოემბრამდე. იმისათვის, რომ განივითაროთ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, დააგენერიროთ, დახვეწოთ თქვენი სტარტაპ იდეა და მოემზადოთ საგრანტო კონკურსისთვის, გთავაზობთ პრეაქსელერაციის პროგრამას, რომელიც ჩატარდება თელავის ტექნოპარკში (თელავი, რუსთაველის გამზ.11).
პროგრამა დაიწყება 25 ოქტომბერს და დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს წარადგენენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლების წინაშე, მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს თავიანთ პროექტებზე 25 000 ლარიან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე.
პრეაქსელერაციის კურსი მოიცავს დაახლოებით 60 სატრენინგო საათს და გაგრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება კვება და ტრანსპორტირება რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მონაწილეებისათვის. კურსის ბოლოს, ასევე, გაიცემა სერტიფიკატები.
პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/Q3otwvE1MvYLe4nE8
რეგისტრაციის ვადა: 23 ოქტომბერი, 23:59 საათი