ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცისანა მოდებაძე გარდაიცვალა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცისანა მოდებაძე გარდაიცვალა.

ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ის დღემდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

,,ცისანა მოდებაძემ ცხოვრების თითქმის ნახევარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან სტუდენტების მრავალი თაობა გამოზარდა, ღირსეულად ემსახურა ახალგაზრდობის განათლების, სპეციალისტებად ჩამოყალიბების რთულ საქმეს და დამსახურებულად მოიპოვა მათი სიყვარული.
უნივერსიტეტში საქმიანობის ხანგრძლივ პერიოდში, ცისანა მოდებაძეს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ კოლეგები, როგორც საუკეთესო მეგობარს, თანამშრომელსა და თავისი საქმის ერთგულ პროფესიონალს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს, პროფესორის, გერმანული ენის საუკეთესო სპეციალისტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ცისანა მოდებაძის გარდაცვალების გამო”,- აცხადებენ უნივერსიტეტში.