საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში 16-19 ოქტომბრის ჩათვლით ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ტემპერატურა +7+21 გრადუსი იქნება. სამშაბათს 17 ოქტომბერს მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.